ფეხბურთი

17:21 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" "ასტონ ვილას" შემტევის ტრანსფერი შეათანხმა

24 წლის ინგლისელი შემტევი ჯეიკობ რემზი კარიერას "ასტონ ვილადან" "ნიუკასლ იუნაიტედში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით მხარეებმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბირმინგემული კლუბი აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება დღეს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.

ცნობისთვის, ჯეიკობ რემზიმ „ასტონ ვილაში“ 2018 წლიდან დღემდე 167 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087894