ფეხბურთი

18:31 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნემის "ვიტესს" პროფესიული კლუბის ლიცენზია ჩამოერთვა

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა არნემის "ვიტესს" პროფესიული კლუბის ლიცენზია ჩამოართვა და ახალ სეზონში სამოყვარულო ლიგაში მოუწევთ თამაში. როგორც ნიდერლანდური მედია იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტმა ფინანსური დარღვევების გამო მიიღო, რომლის გამოც არნემულ კლუბს ქულები გასულ სეზონშიც დააკლეს.

ჟურნალისტ იერონ კაპტეინსის ინფორმაციით, "ვიტესის" ყველა ფეხბურთელი, მათ შორის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ირაკლი იეგოიანი თავისუფალი აგენტები გახდნენ და სხვა კლუბებს მათი დამატება უფასოდ შეუძლიათ.

ირაკლი იეგოიანი "ვიტესის" ღირსებას 2024 წლიდან იცავდა და ქართველმა გასულ სეზონში 5 გოლთან ერთად თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ არნემის "ვიტესსში" თავის დროზე გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილს და გიორგი ჭანტურიას უთამაშიათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093008