ფეხბურთი

19:03 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პაულო ფონსეკა: "შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ ახალი სეზონის დასაწყებად მზად ვართ"

გიორგი მიქაუტაძე და "ლიონი" ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 16 აგვისტოს გამართავენ, სადაც ლიგა 1-ის პირველ ტურში "ლანსს" ესტუმრებიან. აღნიშნულ მატჩამდე "ლიონის" მათავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მიზნებზე და განვლილ მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა.

"მოხარულები ვართ ახალი სეზონის დაწყებით, განწყობა გუნდში დადებითია და მოუთმენლად ველოდებით პირველ მატჩს. ვფიქრობ გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად ჩაატარა. ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ და სხვა და სხვა ტაქტიკებიც დავამუშავეთ. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ ახალი სეზონის დასაწყებად მზად ვართ.

რამდენიმე ფეხბურთელი დავკარგეთ, თუმცა გუნდში არიან ახალწვეულებიც, რომლებიც გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად კარგად ინტერგრირდნენ. ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში იქნება იდენტობისა და ისეთი სათამაშო სტილის შექმნა, რომლიც დაგვეხმარება, რომ ყველა მატჩის მოგებაზე ვიფიქროთ.

"ლანსსთან" როგორც ყოველთვის რთული მატჩი გველის, მათი გულშემატკივრები მოედანზე წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან, თუმცა ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და მოგებას ვგეგმავთ. გეტყვით, რომ "ლიონი" ახალ სეზონში იქნება გუნდი, რომელიც დაცვაში უკეთესად გაირჯება და ამავდროულად მაღალ პრესინგს და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს." - განაცხადა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ "ლანსისა" და "ლიონის" მატჩი შაბათს 16 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087552