2-წლიანი პაუზის შემდეგ 45 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ვენუს უილიამსი კორტზე ბრუნდება. ვენუსი ამერიკის ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ცნობილი ხდება, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ტურნირის ორგანიზატორებისგან სპეციალური მოსაწვევი (Wild Card) მიიღო და დიდი სლემის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ვენუსს US OPEN-ი კარიერაში ორჯერ აქვს მოგებული 2000 და 2001 წლებში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობა სტარტს 24 აგვისტოს აიღებს და 7 სექტემბერს დასრულდება.