ფეხბურთი

20:42 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლაზე თანახმაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩო თანახმაა კარიერა „რომაში“ გააგრძელოს.

იტალიელებს ინგლისელის დამატება და იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით სურთ, რომლის საფასური ჯამში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.

სანჩოს თურქული კლუბებისგანაც აქვს შეთავაზებები, მაგრამ ამ ეტაპზე თურქეთში წასვლა არ სურს და „რომაში“ გადასვლის შესაძლებლობას კარი გაუღო, მას შემდეგ, რაც საკმაოდ დიდი ხანი ტურინის „იუვენტუსს“ ელოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერის“ გარდა, დორტმუნდის „ბორუსიაში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093769