მილანის „ინტერი“ „რომას“ ფრანგი ნახევარმცველის, მანუ კონეს შეძენას ცდილობს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მილანელებმა რომაელებთან პირდაპირი კონტაქტი დაამყარეს. კონეს ჯან პიერო გასპერინი საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და მასთან განშორება არ სურს.
თუმცა, ამავდროულად, „რომა“ 45-50 მილიონი ევროს სანაცვლოდ, არაა გამორიცხული კონეს გაყიდვას დათანხმდეს.
მანუ კონე „რომამ“ შარშან „გლადბახიდან“ შეიძინა და 45 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი „გლადბახსა“ და „ტულუზში“ თამაშობდა.