ერიკ ლამელამ 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ათენის „აეკთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.
ლამელამ „აეკში“ გასული სეზონი გაატარა, ხოლო მანამდე „რივერ პლეიტის“, „რომას“, „ტოტენჰემისა“ და „სევილიას“ ღირსებას იცავდა.
ერიკ ლამელამ 2011-2018 წლებში არგენტინის ნაკრებში 25 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. არგენტინელი "სევილიაში" დაბრუნდება, სადაც მატიას ალმეიდას ასისტენტად იმუშავებს.









