ჩოგბურთი

8:40 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამტერის ჩელენჯერის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას სამტერის ჩელენჯერში იღებს, რომელიც 125-ქულიანი ტურნირია.

33 წლის ქართველმა აღნიშნულ ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, რითაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკოლოზმა მეორე წრეში ამერიკელი მერფი კესონე სამ სეტში 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა. მიუხედავად პირველი წაგებული სეტისა ბასილაშვილმა ზედიზედ ორი სეტი მარტივად მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. იქამდე ბასილაშვილმა ასევე ამერიკელი ჩოგბურთელი კრისტოფერ ეუბანკსი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ყაზახი ალექსანდერ შევჩენკო იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 102-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული დაპირისპირება დღეს 23:30 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი, საერთო რეიტინგში კი ქართველი 112-ე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094531