საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად პოლონეთს ნაკრებთან 89:94 დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის მიწურულს, საქართველოს ნაკრების წევრმა რატი ანდრონიკაშვილმა კოჭი გადაიბრუნა და პარკეტი სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა. დიდი იყო შანსი, რომ ქართველს ევრობასკეტი გამოეტოვებინა, მაგრამ საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს ინფორმაციას რატი 21 აგვისტოს ჩეხეთთან გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრები ახლა ჩეხეთში გადაინაცვლებს, სადაც ადგილობრივ ნაკრებს ორჯერ, 19-21 აგვისტოს გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს, კვიპროსს, ბოსნიას, იტალიას და საბერძნეთს შეხვდება.