25 წლის შვედი ფეხბურთელის ალექსანდერ ისაკის მომავალი კვლავ ბუნდოვანი და გაურკვეველია. მისი შეძენით კვლავაც დაინტერესებულია "ლივერპული", თუმცა რაიმე კონკრეტულზე მხარეები არ შეთანხმებულან.
როგორც ცნობილი ხდება, "ნიუკასლ იუნაიტედმა" ისაკი ახალი სეზონის პირველი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და როგორც მათი მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ ამბობს, ეს სიტუაცია არ შეიცვლება.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ ალექსანდერ ისაკს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ "ნიუკასლში" აღარ ითამაშებს. იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბში არ გადავა.
2024/2025 წლების სეზონში 25 წლის ისაკმა ყველა შეჯიბრში 42 მატჩი ჩაატარა, 27 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.









