ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგას დონით გაუთანაბრდება.
„მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მალე ჩემპიონთა ლიგის დონის შეჯიბრი გახდება, რადგან მასში საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფორმატით ჩატარებული საკლუბო მუნდიალი სწორედ „ჩელსიმ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.






