ფეხბურთი

20:30 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მცველი კარიერას "სანდერლენდში" გააგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი ნორდი მუკიელე „სანდერლენდში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

მუკიელე პსჟ-ს გეგმებში არ შედის და ინგლისურ კლუბს 12 მილიონ ევროდ შეუერთდება. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს ხანში დადასტურდება.

27 წლის ფეხბურთელი, რომელსაც „ლავალსა“ და „მონპელიეშიც“ უთამაშია, 2018-2022 წლებში „ლაიფციგის“ წევრი იყო, 2022 წელს ის პსჟ-მ შეიძინა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. გასული სეზონი მან იჯარით „ლევერკუზენში“ გაატარა. ნორდი მუკიელეს საფრანგეთის ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088603