ფეხბურთი

22:02 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "გვინდა, საშინაო მარცხის შემდეგ რეაქცია გამოვავლინოთ"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში „რიდთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება.

„რაპიდთან“ საშინაო მარცხის შემდეგ განსაკუთრებით გვინდა რეაქცია გამოვავლინოთ. გადამწყვეტი მომენტი თამაშის დასაწყისი იქნება: თუ თავიდანვე ვაჩვენებთ ჩვენს ნამდვილ სახეს, დარწმუნებული ვარ, რომ რიდში გავიმარჯვებთ. ველოდები, რომ „რიდი“ მთელი სეზონის განმავლობაში ძლიერი გუნდი და რთული მოწინააღმდეგე იქნება, განსაკუთრებით სახლში, როგორც ეს უკვე ვნახეთ „ზალცბურგთან“. გასულ წელს რიდში თასის თამაშიც ძალიან რთული იყო, ამიტომ იდეალურად უნდა მოვემზადოთ და შაბათს საუკეთესო ფორმაში წარმოვაჩინოთ თავი“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გრაცის „შტურმს“ ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს, ხოლო კიტეიშვილმა სეზონის სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა - ერთი ჩემპიონატში და ერთი თასზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094433