საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონი დაიწყო. პირველი მატჩი „რენსა“ და „მარსელს“ შორის გაიმართა, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
არადა, „მარსელი“ ფავორიტად მიიჩნეოდა, ხოლო 31-ე წუთიდან „რენი“ მოედანზე კაცნაკლული იყო, რადგან აიტ ბუდლალი გააძევეს. რობერტო დე ძერბის გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს გოლში ვერ ასახა.
91-ე წუთზე კი, საერთოდაც, „რენმა“ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც ლუდოვიკ ბლასის აქტივშია.
ლიგა 1-ის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ 17 აგვისტოს, „ნანტს“ შეხვდება, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ 16 აგვისტოს „ლანსს“ ეთამაშება, ხოლო გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის „მეცის“ მეტოქე 17 აგვისტოს „სტრასბური“ იქნება.






