ფეხბურთი

1:25 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ლა ლიგაც დაიწყო

ახალი სეზონი ესპანეთის ლა ლიგაშიც დაიწყო, სადაც ორი მატჩი გაიმართა. სეზონის პირველ შეხვედრაში „რაიო ვალეკანომ“ სტუმრად „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

მადრიდელებმა პირველივე ტაიმში გაუტანეს მეტოქეს სამი გოლი, რასაც ის დაემატა, რომ „ჟირონა“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. კატალონიელებმა მეორე ნახევარში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს.

„ვილიარეალმა“ ადვილად აჯობა შინ ლა ლიგაში დაბრუნებულ „ოვიედოს“, პირველივე ტაიმში ეტა ეიონგისა და პაპე გეიეს გოლებით - 2:0.

ლა ლიგის პირველი ტური დღეს სამი მატჩით გაგრძელდება: „მალიორკა“ – „ბარსელონა“, „ალავესი“ – „ლევანტე“ და „ვალენსია“ – „სოსიედადი“.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09336