კინგსლი კომანი მიუნხენის „ბაიერნიდან“ „ალ-ნასრში“ გადავიდა. ტრანსფერი ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
არაბებმა ფრანგი შემტევის სანაცვლოდ გერმანულ გრანდს 36 მილიონი ევრო გადაუხადეს ბონუსების ჩათვლით. კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და სეზონში კინგსლის ხელფასი 22 მილიონი ევრო იქნება. მან 21-ნომრიანი მაისური მოირგო.
კინგსლი კომანი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 339 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. მანამდე ის ტურინის „იუვენტუსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი იყო.






