ფეხბურთი

12:17 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კუნდემ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კატალონიის „ბარსელონამ“ ჟულ კუნდესთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა.

26 წლის ფრანგი მცველი „ბარსას“ განახლებული კონტრაქტით 2030 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის.

ჟულ კუნდე „ბარსელონამ“ 2022 წელს შეიძინა. მას შემდეგ მან კატალონურ გრანდში ჩატარებულ 141 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი „სევილიას“ და „ბორდოს“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159582