ფეხბურთი

2:07 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სემენიოს რასისტული შეურაცხყოფისთვის გულშემატკივარს "ენფილდი" დაატოვებინეს

„ლივერპულისა“ და „ბორნმუთის“ მატჩის დროს რასიზმის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. პრემიერლიგის გახსნით მატჩში, ანტუან სემენიო ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, როდესაც ბურთს აუტიდან აწვდიდა.

მსაჯმა ენტონი ტეილორმა, რომელსაც ინფორმაცია თავად განელმა თავდამსხმელმა მიაწოდა, თამაში ორი წუთით შეაჩერა და ორივე გუნდის კაპიტნებსა და მწვრთნელებს უხმო. გულშემატკივარი „ენფილდიდან“ გააძევეს.

„ლივერპული“ მომხდარ ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება და კლუბი სრულად ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან.

აღსანიშნავია, რომ ანტუან სემენიომ „ლივერპულს“ ორი გოლი გაუტანა, თუმცა ეს „ბორნმუთს“ არაფერში წაადგა, რადგან 2:4 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087777