„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწევს.
„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც გუნდს ტოვებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრ კლუბში ასეა. რთულია, რადგან მიყვარს ეს ბიჭები, მათ უყვართ აქ ყოფნა და სიტუაცია ადვილი არ არის, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ ბევრი მოთამაშე გვყავს. ხვალ ორი ფეხბურთელი ვერ მოხვდება განაცხადში, ხოლო როცა ტრავმირებულები დაგვიბრუნდებიან, 4-5 მოთამაშე დარჩება განაცხადს მიღმა. ეს იდეალური სიტუაცია არ არის. ბევრი თამაშია, უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი გჭირდება, რომელსაც ყველა თამაშში კონკურენცია შეუძლია. თუმცა, ზუსტად არ ვიცი, რამდენი წავა. კიდევ სამი კვირა გვაქვს წინ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ კარგა ხნის წინაც თქვა, რომ მას არ სურს გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელის ყოლა, რადგან უთამაშებელი ფეხბურთელების უკმაყოფილება გუნდში ატმოსფერს გააფუჭებს.






