სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:23 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩემი გუნდის დნმ ასეთია - მუდმივად ბრძოლა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ნანტთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით, მისი გუნდი 100%-ით მზად არ არის:

„გასულ სეზონში ჩემპიონატი ასეთი იყო, ჩვეულებრივი არ იყო, რადგან ჩვენც ძალიან მაღალ დონეზე ვიყავით. არ ვიცი, ამ სეზონში რა მოხდება, გვინდა ჩემპიონატის მოგება, გამარჯვება, გასულ სეზონში ადვილი არაფერი იყო.

მომწონს, როგორ იბრძოლა გუნდმა „ტოტენჰემთან“. ეს ამ გუნდის დნმ-ია - მუდმივად ბრძოლა. ნორმალურია, რომ ახლა 100%-ით მზად არ ვართ. ყოველი სეზონის დასაწყისი რთულია, ნანტში პრობლემები გვექნება, მაგრამ მათთან ბრძოლას მიჩვეულები ვართ.

ტრავმების თავიდან აცილება? ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ტრავმები ნორმალურია. მშვიდად გავაანალიზებთ ვარჯიშს, მგზავრობას, ყველაფერს, რაც ფეხბურთელების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. გამოცდილება გვაქვს. ჩემთვის მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკურზე უფრო მნიშვნელოვანია.

მიზანი? მსურს ისტორიის წერა გავაგრძელოთ. ახლა განსაკუთრებული მომენტია, რადგან ცოტა გუნდს თუ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება. ძალიან ამბიციურები ვართ, ვაცნობიერებთ, რომ რთული მიზანია, მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

ოქროს ბურთი? პსჟ-ს ყველა ფეხბურთელი, როგორც მოგეხსენებათ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული: გუნდური ტიტულების მოგებაზე, ფანებსაც ეს სურთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094892