ფეხბურთი

17:53 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეოთხე მატჩში: ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთში მოედნიდან უგოლოდ აღარ გადის (+VIDEO)

ჩინეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „შანდონ ტაიშანმა“ სტუმრად „შენზენი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 23-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში იმ დროისთვის 2:0 გახადა.

ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო ოთხ ტურში 6 გოლი გაიტანა: ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მას შემდეგ ბოლო სამ ტურში თითოჯერ გამოიჩინა თავი. ვაკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. 14 გოლით ქართველი შემტევი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

„შანდონ ტაიშანი“ 34 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 24 აგვისტოს, „ქინგდაოს“ შეხვდება.

0.090343