ფეხბურთი

19:01 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძის საგოლე პასი უკრაინის ჩემპიონატში

უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში „კოლოსმა“ ლვოვის „კარპატს“ უმასპინძლა, ხოლო ნიკა გაგნიძე საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ნახევარმცველის გადაცემით იური კლიმჩუკმა მეოცე წუთზე გახსნა ანგარიში და „კოლოსი“ დააწინაურა. მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მატჩი 1:1 დასრულდა. ნიკა მიმდინარე სეზონში პირველი შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა.

„კოლოსი“ სამი ტურის შემდეგ 7 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 აგვისტოს, „ეპიცენტრს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097805