პრემიერლიგის პირველ ტურში „ტოტენჰემმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ლონდონელების ბრაზილიელმა შემტევმა, რიშარლისონმა. მან მეტოქეთა კარი მე-10 და მე-60 წუთებზე დალაშქრა. ერთიც 66-ზე ბრენან ჯინსონმა დაამატა.
ასევე აღსანიშნავია პრემიერლიგაში დაბრუნებული „სანდერლენდის“ დიდი ანგარიშით გამარჯვება „ვეს ჰემთან“ – 3:0.
ინგლისი. პრემიერლიგა. 1-ლი ტური. 16 აგვისტო: ასტონ ვილა - ნიუკასლი 0:0, ბრაიტონი - ფულემი 1:1, სანდერლენდი - ვესტ ჰემი 3:0, ტოტენჰემი - ბარნლი 3:0, ვულვერჰემპტონი - მანჩესტერ სიტი მოგვიანებით გაიმართება