„შტუტგარტსა“ და „ბაიერნს“ შორის გერმანიის სუპერთასის მატჩი დასრულდა. მიუნხენელებმა 2:1 გაიმარჯვეს და მეთერთმეტედ გახდნენ ამ პრიზის მფლობელები. მატჩი შტუტგარტში, „შტუტგარტ არენაზე“ გაიმართა.
ჰარი კეინმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. ექსლივერპულელმა ლუის დიასმა კი „ბაიერნის“ მეორე ბურთი 77-ე წუთზე გაიტანა. ჯეიმი ლეველინგმა ერთი გოლი 90+4 წუთზე გაქვითა.
„შტუტგარტმა“ გასულ სეზონში გერმანიის თასი მოიგო. გათამაშების ფინალში შვაბიელებმა „არმინია“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. 2024/2025 წლების სეზონში „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა. ბუნდესლიგის 34 ტურში ვენსან კომპანის გუნდმა 82 ქულა დააგროვა და უახლოეს კონკურენტ „ბაიერს“ 13 ქულით გაუსწრო.
ბუნდესლიგის სეზონი მომავალ კვირაში განახლდება. პირველ ტურში „ბაიერნი“ 22 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ლაიფციგს“ შეხვდება, ხოლო „შტუტგარტი“ 23 აგვისტოს სტუმრად „იუნიონს“ დაუპირისპირდება.