კოსოვოს ნაკრების და „ლილის“ გარემარბის, ედონ ჟეგროვას დამატებით ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესდა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვა. ჟეგროვას „ლილის“ დატოვება სურს, მაგრამ საქმეშია „მარსელიც“, რომელიც უფრო წინაა მისთვის ბრძოლაში, ვიდრე „იუვენტუსი“. თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
ედონ ჟეგროვა 2021 წლიდან თამაშობს „ლილში“, რომლის მაისურით 107 თამაშში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის ბელგიურ „გენკსა“ და შვეიცარიულ „ბაზელში“ გამოდიოდა.