მილანის „ინტერის“ მცველი ნიკოლა ჟალევსკი კარიერას „ატალანტაში“ გააგრძელებს. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
ჟალევსკის სანაცვლოდ „ინტერი“ 17 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 6 თვის წინ „ნერაძურიმ“ ის „რომადან“ მხოლოდ 7 მილიონ ევროდ შეიძინა.
ნიკოლა ჟალევსკი „ინტერში“ მიმდინარე წლის იანვრიდან თამაშობდა და 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე პოლონელი „რომას“ წევრი იყო, სადაც 123 თამაშში თავი 2 გოლით გამოიჩინა.






