ფეხბურთი

19:58 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სანდერლენდის" აქტივობა სატრანსფერო ბაზარზე და თითქმის რეკორდი

პრემიერლიგაში დაბრუნებულ „სანდერლენდს“ ძალიან აქტიური სატრანსფერო ფანჯარა აქვს.

„შავმა კატებმა“ ამ დროისთვის ბაზარზე უკვე 164 მილიონი ევრო დახარჯეს (141.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი), რაც პრემიერლიგაში ახალ გადასულ გუნდებს შორის თითქმის რეკორდია.

რეკორდი, რომელიც ჯერ კიდევ „ნოტინგემს“ ეკუთვნის, კლუბს, რომელმაც 2022 წელს ბაზარზე 165 მილიონი ევრო დახარჯა, როდესაც პრემიერლიგაში აღზევდა.

როგორია „სანდერლენდის“ ბაზარი? კლუბმა დღეს „პარი სენ-ჟერმენიდან“ 12 მილიონად ცენტრალური მცველი ნორდი მუკიელე გაიფორმა. მანამდე, „რომადან“ 24 მილიონ ევროდ გამოისყიდა ენცო ლე ფე, „სტრასბურგიდან“ 30 მილიონად იყიდა ჰაბიბ დიარა. „შავ კატებს“ სხვა ახალწვეულებიც ჰყავთ - „ბრიუგედან“ ჩემსდინ ტალბი, „ბრაიტონიდან“ სიმონ ადინგრა, „უნიონიდან“ ნოა სადიკი, „ხეტაფედან“ ომარ ალდერეტე, „ნაიმეგენიდან“ რობინ როეფსი, ხოლო „ლევერკუზენიდან“ გრანიტ ჯაკა.

„სანდერლენდმა“ პრემიერლიგაში წარმატებული სტარტიც აიღო და პირველ ტურში „ვესტ ჰემი“ შინ 3:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093728