ფეხბურთი

21:30 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" მოგებით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებული სტარტი აიღო ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ დაამარცხა.

მატჩის დასაწყისში რიკარდო კალაფიორიმ გაიტანა, დარჩენილ დროში, რომელიც ორივე გუნდისთვის ბევრი იყო, არაფერი შეცვლილა - 1:0. ამრიგად, „არსენალმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ - მარცხით.

ლონდონის „ჩელსისაც“ არ გამოუვიდა იდეალური სტარტი, რადგან შინ „კრისტალ პალასს“ უფერულ დუელში ვერაფერი მოუხერხა და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

შესანიშნავად დაიწყო სეზონი „ნოტინგემ ფორესტმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ბრენტფორდი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მეორე ნახევრისთვის თამაშს ინტრიგა მოუკლეს.

პრემიერლიგის პირველი ტური 18 აგვისტოს დასრულდება, „ლიდს იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ დაპირისპირებით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093383