იტალიის თასის 1/32-ფინალში „ფროზინონემ“ სტუმრად „მონცა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო გამარჯვების გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა.
ქართველი შემტევი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი, მეტოქის კარი დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
„ფროზინონემ“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო, კვერნაძემ - გოლით. „ფროზინონე“ მომდევნო მატჩს სერია B-ს პირველ ტურში 24 აგვისტოს, „აველინოსთან“ გამართავს, იტალიის თასის 1/16-ფინალში კი „კალიარის“ შეხვდება.






