ფეხბურთი

14:34 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემი" ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელით გაძლიერდა

"ნოტინგემ ფორესტმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მორიგი ტრანსფერი განახორციელა, როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, ინგლისურმა კლუბმა "რენიდან" ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი არნო კალიმუენდო შეიძინა.

როგორც ცნობილი ხდება, "ნოტინგემმა" 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 31.5 მილიონი გადაუხადეს. ჯერ ჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, არნო კალიმუენდო პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია და "რენის" ღირსებას 2022 წლიდან იცავდა, მან გასულ სეზონში 34 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087477