მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პამპლონას „ოსასუნასთან“ მატჩის წინ ფრანკო მასტანტუონოსა და როდრიგოს შესახებ კომენტარი გააკეთა:
„ფრანლო მასტანტუონოს წარმოუდგენელი ცაცია აქვს. ის ძალიან კარგია და ხვალ თამაში შეუძლია. მას აქვს ხარისხი, ენერგია, თავდაცვითი უნარები, კარგი იმპულსი, არგენტინული სულისკვეთება. ის ბოლო პასებსაც კარგად აკეთებს. ძალიან კარგ დონეზეა.
როდრიგო? ზაფხულში ბევრი ჭორია, მაგრამ ყველას ვენდობი, მათ შორის, როდრიგოსაც, 100%-ით“, - თქვა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს.