„პლიმუთ არგაილის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ ისაუბრა თავდამსხმელ ალექსანდერ ისაკთან დაკავშირებულ სიტუაციაზე „ნიუკასლში,“ იმ ფონზე, როდესაც მოთამაშე უარს ამბობს კლუბში თამაშზე და დაჟინებით მოითხოვს მის ტრანსფერს.
„ვარჯიშზე უარის თქმა მნიშვნელოვნად გაართულებს მის მოედანზე დაბრუნებას. ეს ნდობის საკითხია - ის არასწორ გზას ადგას. შესაძლოა, ცუდ რჩევებს იღებს... კლუბი, რომელიც ცდილობს მის დამატებას, ამ შემთხვევაში „ლივერპული“, უნდა დაფიქრდეს: ეს არის ის ფეხბურთელი, რომელიც მათ სურთ?
როდესაცთავის დროზე კლუბიდან წასვლა ვთხოვე, არასდროს მითქვამს უარი ვარჯიშზე ან თამაშზე.
„დღეს ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ კლუბისა და გულშემატკივრებისთვის და ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ფეხბურთელს, რომელიც უარს ამბობს მოედანზე გასვლაზე, მას სამი წელი დარჩა კონტრაქტით და კვირაში 100 ათას გირვანქაზე მეტი ხელფასი აქვს. ასე მოქცევა არ შეიძლება“, - ციტირებს რუნის სიტყვებს Tuttomercatoweb.









