კალათბურთი

14:09 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ნაკრებს ლიმასოლში შეუერთდება

ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო, თოკოს მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და 10-დღიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ხვალიდან ჩვენი კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და ოფიციალურად კვლავ შეუერთდება გუნდს ლიმასოლში.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

0.160416