ისტორია

15:18 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდი იამალზე: „ყველაზე საოცარი ის არის, თუ რამდენად მომწიფებულია ის თავისი ასაკისთვის“

„ბარსელონას“ გარემარბმა მარკუს რაშფორდმა გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები ახალ თანაგუნდელ ლამინ იამალზე და შეაფასა იგი, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი.

„ლამინი 18 წლის ბიჭია, ყოველთვის მხიარული, იცინის, ხუმრობს სხვებთან. და როგორც ფეხბურთელი, ის საუკეთესო ნიჭის პატრონია. ყველაზე საოცარი ის არის, თუ რამდენად მომწიფებულია ის თავისი ასაკისთვის. როგორ ფიქრობს და თამაშობს. ის თავის ასაკზე ბევრად უფროსია. დიახ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება“, - ციტირებს რაშფორდის სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა რაშფორდის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით ტრანსფერის შესახებ 23 ივლისს გამოაცხადა. ინგლისელის საიჯარო ხელშეკრულება „ბარსელონასთან“ 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში და მოიცავს გამოსყიდვის შესაძლებლობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095108