ფეხბურთი

18:26 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ესპანელი მცველი დაიმატა

„ნაპოლიმ“ „ჟირონადან“ მარცხენა მცველი მიგელ გუტიერესი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

24 წლის ფეხბურთელის შეძენა ნეაპოლელებს 20 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო მასთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს. ესპანელის ხელფასი სეზონში 2.3 მილიონი ევრო იქნება.

მიგელ გუტიერესი „ჟირონაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 112 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის მადრიდის „რეალში“ ირიცხებოდა, რომლის აღზრდილია, ხოლო მთავარ გუნდში 10 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095071