28 წლის შემტევი ლეონ ბაილი ბირმინგემის "ასტონ ვილადან" კარიერას "რომაში" გააგრძელებს.
აღნიშნული გარიგება უკვე ოფიციალურად იტალიურმა კლუბმა დაადასტურა. იამაიკელი ფეხბურთელი თავდაპირველად ახალ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ "რომას" მის გამოსასყიდად 22 მილიონის გადახდა მოუწევს.
ლეონ ბაილიმ „ასტონ ვილაში“ 2021 წლიდან 144 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლევერკუზენისა“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა.






