27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დუგლას ლუისი "იუვენტუსიდან" კარიერას "ნოტინგემ ფორესტში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელს ინგლისში ელოდებიან, სადაც ხუთშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ ტურინელები 30 მილიონს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ დუგლას ლუისისთვის პრემიერლიგა უცხო არ არის, ბრაზილიელი 2024 წლეს "იუვენტუსის" რიგებს "ასტონ ვილადან" შეუერთდა. ლუისმა გასულ სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა.