ლონდონის „არსენალი“ „კრისტალ პალასიდან“ ებერეჩი ეზეს ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ეზე თითქოს ლონდონის „ტოტენჰემთან“ იყო შეთანხმებული, მაგრამ როგორც ჩანს, საქმეში „არსენალის“ ჩართვამ, სიტუაცია მალევე რადიკალურად შეცვალა. „მეთოფეები“ დარწმუნებული არიან, რომ ინგლისელი ფეხბურთელი არჩევანს მათზე გააკეთებს და „ტოტენჰემს“ უარს ეტყვის.
„არსენალმა“ „კრისტალ პალასს“ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი და პლუს ბონუსები შესთავაზა, რაც „ტოტენჰემზე“ უკეთესი შეთავაზებაა.
მიკელ არტეტას გუნდმა ეზეს ტრანსფერზე მიბრუნება მას შემდეგ გადაწყიტა, რაც კაი ჰავერტცმა ტრავმა მიიღო და გუნდს გარკვეული პერიოდით გამოაკლდა.
ებერეჩი ეზემ „კრისტალ პალასში“ 2020 წლიდან 167 მატჩში 39 გოლი გაიტანა და ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო. მანამდე ის ქპრ-ს და „უიკომბის“ ღირსებას იცავდა.






