"ლივერპულის" 24 წლის მარჯვენა მცველი ჯერემი ფრიმპონგი ტრავმირებულია და კლუბს მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია "მერსესაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, ნიდერლანდელ ფეხბურთელს მყესის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც "ნიუკასლთან" და "არსენალთან" მატჩებს გამოტოვებს. მის დაბრუნებას სექტემბრის სანკრებო მატჩების შემდეგ ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ ჯერემი ფრიმპონგი "ლივერპულს" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. მან პირველი ტურის მატჩი "ბორმუთთან" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი დაყო.






