სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

9:30 | 22.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ისაკის ტრანსფერზე შეთავაზება გაამზადა

"ლივერპული" ალქსანდერ ისაკის შეძენას კვლავ ცდილობს და როგორც ბრიტანული გამოცემა SunSport- ი იტყობინება, "მერსესაიდული" კლუბის ხელმძღვანელობას შვედი თავდამსხმელის ტრანსფერზე შეთავაზება მზად აქვთ.

"ლივერპული" მზად არის ისაკის სანაცვლოდ "ნიუკასლს" 130 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს. ისინი იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ შეთავაზებაზე "კაჭკაჭები" უარს ვერ იტყვიან და ფეხბურთელს საბოლოოდ მისცემენ კლუბის დატოვების საშუალებას.

ალექსანდერ ისაკს, რომ "ნიუკასლის" დატოვება სურს არ ახალი ამბავია, მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბში დარჩენას აღარ აპირებს.

ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ პერიოდში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 109 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 62 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097281