ფეხბურთი

14:20 | 22.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რუბენ დიაშმა "სიტისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

28 წლის ცენტრალურმა მცველმა რუბენ დიაშმა "მანჩესტერ სიტისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას "ქალაქელთა" ოფიციალური გვერდი იტყობინება.

პორტუგალელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მიხედვით "სიტიში" 2029 წლამდე დარჩება.

"მიხარია და ამაყი ვარ, რომ "სიტის" ღირსებას ვიცავ. აქაურობა ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით." - განაცხადა დიაშმა.

შეგახსენებთ, რომ რუბენ დიაში "სიტის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092667