„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.
იტალიელმა სპეციალისტმა თავისი აზრის გასამყარებლად მაგალითი ისტორიიდან მოიყვანა, რადგან „ნაპოლის“ სკუდეტო ზედიზედ ორჯერ არასდროს მოუგია:
„ნაპოლის“ ისტორია აჩვენებს, რომ მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა, ამიტომ ეს ბევრად, ბევრად უფრო რთული იქნება. ჩვენ ვიცით, რომ არიან კარგად აღჭურვილი გუნდები და წელს ყველაფერი ძალიან თანაბრად იქნება. ვეცდებით, ცოტა ვილაპარაკოთ და ფაქტები ვაჩვენოთ.
„ნაპოლი“ ფავორიტი იყო ორი წლის წინაც სკუდეტოს მოგების შემდეგ, როცა გუნდში ოსიმენი, კვარა და ჟიელინსკი ჰყავდა, ბაზარზეც 100 მილიონი დახარჯა, მაგრამ მე-10 ადგილზე გავიდა. ეს ყველას გონებაში უნდა იყოს, მათ შორის, კლუბის, ყველა ერთად ვიგებთ და ყველა ერთად ვაგებთ. ვიმეორებ, "ნაპოლის" ზედიზედ ორჯერ სკუდეტო არ მოუგია, ამას ისტორია ადასტურებს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში ელიტაში დაბრუნებულ „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.






