ფეხბურთი

17:11 | 22.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "პსჟ გასულ ზაფხულს კვარაცხელიასა და ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტს გვთავაზობდა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere Della Sera-თან ინტერვიუში ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა და ასევე გაიხსენა 2024 წლის ზაფხულის პერიოდი, როდესაც პსჟ-გან კვარა-ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტის შეთავაზება მიიღო.

"გასულ ზაფხულს პსჟ კვარაცხელიასა და ოსიმენის შეძენას ცდილობდნენ, მათ ორივეს სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტი შემოგვთავაზეს, თუმცა ანტონიო კონტესთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ მათ შევინარჩუნებდი და ამ შეთავაზებაზე უარი განვაცხადე. მიუხედავად ყველაფრისა, გვქონდა იდეა, რომ თუ კვარას და ოსიმენს გავყიდით, ამ ფულით "სპორტინგიდან" ვიქტორ გიოკერეშს დავიმატებდით." - განაცხადა დე ლაურენტისმა. (აურელიო დე ლაურენტისის ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებული ვრცელი კომენტარის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს).

„პარი სენ-ჟერმენში“ კვარაცხელია იანვარში 70 მილიონ ევროდ გადავიდა და დღემდე 36 მატჩში 8 გოლთან ერთად 7 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის ჩემპიონატი, სფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100015