37 წლის სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, სერბმა ფეხბურთელმა "სასუოლოსთან" ყველა საკითხზე შეთანხმებას მიაღწია. მხარეებს შორის ერთ წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა მხარეებს თუ სურვილი ექნებათ შესაძლოა აღნიშნული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.
შეგახსენებთ, რომ ნემანია მატიჩი ბოლოს "ლიონში" გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო. სერბს კარიერის განმავლობაში უთამაშია "ჩელისიში", "მანჩესტერში", "რომაში" და "ბენფიკაში".