დანიელი თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნი იტალიის სერია A-ში დაბრუნებასტან ახლოსაა. როგორც ცნობილი ხდება, მისი დამატებით "ნაპოლია" დაინტერესებული და მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ფარბრიციო რომანოს თქმით, "მანჩესტერმა" აღნიშნულ გარიგებას მწვანე შუქი აუნთო და ახლა ყველაფერი ფეხბურთელსა და "ნაპოლიზეა" დამოკიდებული. "პარტენოპეი" დანიელ თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მოიაზრებს. ბელგიელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს.
22 წლის რასმუს ჰოილუნმა „მანჩესტერში“ 2023 წლიდან 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მას იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ერთი სეზონი „ატალანტაში“ გაატარა. მანამდე დანიელი გრაცის „შტურმის“ და „კოპენჰაგენის“ წევრი იყო.