მას შემდეგ, რაც ჰონ-მინ სონმა "ტოტენჰემი" დატოვა, ლონდონელები შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობენ და მათი მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი შემტევი სავინიოა.
როგორც ცნობილი ხდება, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ ბრაზილიელის ტრანსფერზე "სიტის" უკვე მიმართა, თუმცა უარი მიიღეს. ფაბრიციო რომანოს თქმით, ლონდონელებს ახალი 60 მილიონიანი შეთავაზება უკვე მომზადებული აქვთ დღეს გაუგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ სავინიო "სიტის" 2024 წლეს შეუერთდა, ბრაზილიელმა გასულ სეზონში 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.