ფეხბურთი

21:00 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" 18 წლის ტალანტი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს

პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი როდრიგო მორა შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელით „ალ-იტიჰადია“ დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარწმოებს, როგორც „პორტუსთან“, ისე ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან.

მორას გამოსასყიდი პუნქტი 70 მილიონი ევროა, შესაბამისად, მისი გადახდის შემთხვევაში 18 წლის ტალანტი არაბეთში აღმოჩნდება.

როდრიგო მორა „პორტუს“ აღზრდილია, რომლის რიგებში გასულ სეზონში 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097462