ფეხბურთი

22:40 | 23.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიოკერეშმა დაიწყო: "არსენალმა" "ლიდსი" გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ლიდს იუნაიტედს“ უმასპინძლა, რომელიც 5:0 გაანადგურა.

მიკელ არტეტას გუნდმა ყველაფერში დაჯაბნა მეტოქე, შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმის ბოლოს „მეთოფეებმა“ ორჯერ გაიტანეს: იურიენ ტიმბერმა და ბუკაიო საკამ გამოიჩინეს თავი.

მეორე ტაიმში უკვე ვიქტორ გიოკერეშის ჯერიც დადგა, რომელმაც „არსენალში“ სადებიუტო გოლები შეაგდო. შვედმა 48-ე წუთზე გამოიჩინა თავი, რასაც მალევე ტიმბერის დუბლი მოჰყვა. გიოკერეში თანაგუნდელს არ ჩამორჩა და ბოლოსკენ პენალტი დაარტყა ზუსტად, რითაც მანაც დუბლი გაიფორმა.

„არსენალი“ 6 ქულით „ტოტენჰემთან“ ერთად სათავეში უდგას პრემიერლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, „ლივერპულს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169705