საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში „ლიონი“ – „მეცის“ დაპირისპირება შედგა და მოედანზე პირველივე წუთიდან სამი ქართველი იყო.
გიორგი მიქაუტაძე - გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლიგა 1-ში ერთ მატჩში სამმა ქართველმა ითამაშა. „ლიონმა“ როგორც მოსალოდნელი იყო, „მეცი“ ადვილად დაამარცხა - 3:0.
ანგარიში მალიკ ფოფანამ ულამაზესი გოლით გახსნა, მალევე კორენტინ ტოლისომ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში საბოლოო ადამ კარაბეცმა დასვა.
ქართველებს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონიათ: წიტაიშვილი და აბუაშვილი 62-ე წუთზე ერთად შეცვალეს. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ სამჯერ დაარტყა კარში, ორჯერ რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ის „მეცს“ მეტოქის რანგში დაუპირისპირდა, თავის ყოფილ გუნდს.
მიქაუტაძეს ორ ტურში ერთი გოლი აქვს გატანილი, ხოლო წიტაიშვილის აქტივში ჯერ ორი უგოლო მატჩია. თავის მხრივ, აბუაშვილისთვის ეს სადებიუტო თამაში იყო „მეცში“ და ზოგადად, ტოპლიგაში.
„ლიონი“ 6 ქულით პირველ ადგილზეა პსჟ-სთან ერთად, მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, „მარსელს“ უმასპინძლებს, ხოლო „მეცი“ უქულოდ და უგოლოდ ბოლო საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, „პარიზს“ სტუმრად შეხვდება.