ფეხბურთი

2:20 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "დავითაშვილი გადამწყვეტი, ტოპ-ფეხბურთელია"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „ბულონთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა, რომელმაც მატჩს ბედი ბრწყინვალე გოლით გადაწყვიტა.

ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, ზურიკო გადამწყვეტი ფეხბურთელია, რაც გოლშიც გამოჩნდა:

„ის ტოპფეხბურთელია. წინასასეზონო პერიოდი სრული დატვირთვით ვერ გაიარა, მაგრამ მეტის გაკეთება კიდევ შეუძლია. თუმცა, ის გადამწყვეტი ფეხბურთელია, რომელმაც ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა. ის გუნდს ბევრ რაღაცას მატებს, ეს ჩანს იმ მოქმედებაშიც, რომელიც გოლით დაასრულა“, - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილმა ბოლო ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში შედის. „სენტ ეტიენი“ 7 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 აგვისტოს, „გრენობლს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096983